მინის საწმენდი საშუალება. გამოიყენება მინისა და სარკის გასაწმენდად. არის ეკოლოგიურად სუფთა, იოლად აქროლადი საშუალება. არ ტოვებს ლაქებს, ანიჭებს მინას ბზინვარებას. გამოყენების წესი: გამოყენებამდე შეანჯღრიეთ, შეაფრქვიეთ ზედაპირზე, გაწმინდეთ და გაამშრალეთ მინის საწმენდი ტილოთი. შემადგენლობა: ალკოჰოლი, ტუტე მასალა და წყალი.
იატაკის უნივერსალური საწმენდი საშუალება გამოიყენება კერამიკული,მარმარილოს,ლამინატის,ხის და ცემენტის მოხვეწილი იატაკის გასაწმენდად. არის ეკოლოგიურად სუფთა, იოლად აქროლადი პროდუქტი. არ ტოვებს ლაქებს. გამოყენების წესი: შეაფრქვიეთ ზედაპირზე,შემდგომ გაწმინდეთ საწმენდი ტილოთი. არ საჭიროებს გადარეცხვას. შემადგენლობა: ეკოლოგიურად სუფთა, ანიონური სურფაქტანტი, ალკოჰოლი, ცხიმის გამხსნელი,ციტრუსის ზეთი.
უნივერსალური საწმენდი საშუალება გამოიყენება აბაზანის,ნიჟარების,საშხაპე კაბინების,საპირფარეშოს,ონკანის, კაფელის და მეთლახის გასაწმენდად. არის ეკოლოგიურად სუფთა,ანტიალერგიული, ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს, აშორებს ჩამჯდარ ჭუჭყს, საპნისა და წყლის ლაქებს. გამოყენების წესი: გამოყენებამდე შეანჯღრიეთ, შეაფრქვიეთ ზედაპირზე, გაწმინდეთ ღრუბლით, ჩამორეცხეთ ან გაამშრალეთ საწმენდი ტილოთი. შემადგენლობა: ეკოლოგიურად სუფთა, ანიონური სურფაქტანტი,პარფიუმი,წყალი.